01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
ახალგაზრდა ლიდერების ფოტოგამოფენა "ფაბრიკაში"

ახალგაზრდა ლიდერების ფოტოგამოფენა გაიმართა ფაბრიკაში. ამ ღონისძიებით დასრულდა ერთთვიანი სოციალური კამპანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით დაიწყო.

გამოვლინდნენ გამოფენის გამარჯვებული კონკურსანტებიც. მათ სერტიფიკატები ამერიკის ელჩმა გადასცა.

„ეს პროგრამა ახალგაზრდა თაობას ეხმარება გამოხატოს საკუთარი შესაძლებლობები და მეტი სიკეთე მოუტანოს საკუთარ საზოგადოებას. ეს არის შესანიშნავი ღონისძიება და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები,“ - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები