01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
ლარის კურსი დოლართან გაზის ტარიფის გაძვირებას გამოიწვევს - რევაზ არველაძე

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს არც ენერგეტიკის მინისტრი. კახი კალაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის, მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს. საკითხს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 24 ივლისამდე განიხილავს, რომელსაც ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით ენერგოკომპანიებმა უკვე მიმართეს.

საუბარია რეგულირებული და დერეგულირებული აბონენტების გაერთიანებაზე. რეგულირებული აბონენტებისთვის ტარიფი 45 თეთრითაა განსაზღვრული, ხოლო ხოლო 2008 წლის შემდეგ დარეგისტრირებულ მომხმარებელზე სემეკის რეგულაცია აღარ მოქმედებს და იქ ტარიფი 60 თეთრამდეა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რევაზ არველაძის თქმით, ლარის კურსი გაზის ტარიფის გაზრდას  გამოიწვევს.

“გაზის ტარიფის გაძვირებას გამოიწვევს, ლარის კურსი დოლართან და ინვესტიციების ის მოცულობები, რომლებიც ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულდა. გამომდინარე იქედან, რომ  10 წელიწადია გაზის ტარიფი არ გადახედილა. მე როდესაც მეკითხებოდნენ, ყოველთვის ვამბობდი, რომ კურსი აუცილებლად იმოქმედებს გაზის ტარიფის ზრდაზე. თუ ვინმე ამბობდა, რომ არ გაიზრდება, ალბათ არ ჰქონდა სწორად გაანალიზებული,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.  

დღის ამბები