01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ბათუმში ხიხანის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატირებას იწყებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ბათუმში ხიხანის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატირებას იწყებს. მოსახლეობის თქმით, იქაურ მაცხოვრებლებს მაღალი გამავლობის ელექტროგადამცემი ანძების დამონტაჟებისთვის სახელმწიფო გაცილებით დაბალ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე მისი ღირებულება ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა.

ერთ-ერთ ოჯახს სახელმწიფომ კვადრატულ მეტრში 10 ლარი შესთავაზა, ექსპერტიზის მიერ დადებულ დასკვნაში კი, მისი ღირებულება 34 დოლარია. კუთვნილი ტერიტორიების დათმობა 80-მდე ოჯახს უწევს.

თუ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ თანხას არ დათანხმდება, ექსპოპრიაციის გზით შესაბამისი უწყება მას შეთავაზებული თანხის ეკვივალენტში იძულებით ჩამოართმევს.

დღის ამბები