01 ოქტომბერი 2024,   03:47
ვრცლად
საქართველოს პოლიციელთა ასოციაცია - დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოფილ პოლიციელებს აერთიანებს

საქართველოს პოლიციელთა ასოციაცია - ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ყოფილ პოლიციელებს აერთიანებს.

ასოციაციის წევრების განცხადებით, ორგანიზაციის დაარსების იდეა ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული ვითარების, ყოფილი და მოქმედ პოლიციელთა უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე გაჩნდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო რუსთავი2-თან დაკავშირებითაც. ასოციაციის წევრებმა ტელევიზიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და დღევანდელ აქციაზე მოსვლასაც გეგმავენ.

ყრილობას, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები