01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე - დაიწვა 2 500 კვ.მ. ფართობი და 70-მდე ოჯახი დაზარალდა

კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა.

დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები