01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
ბათუმში დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გაგებას ოჯახის წევრები დღეს დილიდან ცდილობენ

ბათუმში წინასწარი დაკავების ადგილებთან დღეს დილიდან ახლობლები და ოჯახის წევრები დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაგებას ცდილობნენ. შს მისნტრის განცხადებით, პოლიციამ 40-მდე დემონსტრანტი აიყვანა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით დაკავებულთა რაოდენობა 150 ადმიანზე მეტია.

ახლობლების ნაწილს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, თუმცა მათ ოჯახის წევრების ნახვის საშუალება არ მისცეს.

„ხალხი სამსახურში მომავალი დაიჭირეს და ვერ არკვევენ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

დაკავებულების შესახებ ზოგიერთმა მათგანმა რუსთავი 2-ის ეთერის მეშვეობით შეიტყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები