01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ბათუმში გუშინ მომხდარი მოვლენების დროს დაკავებული 10 ადამიანი საქალაქო სასამართლოსთან გადაიყვანეს

გუშინ მომხდარი მოვლენების დროს დაკავებული 10 ადამიანი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არის გადმოყვანილი. მათი პროცესი ცოტა ხანში გაიმართება.

ადგილზე ასევე იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები. როგორც ისინი თავად აცხადებენ, მათ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ჯერ არ იციან რის გამო დააკავეს მათი ოჯახის წევრები და რა მუხლით აქვთ მათ ბრალი წაყენებული.

დაკავების მიზეზი ასევე არ იცის ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც ვერ ხსნის, თუ რატომ იმყოფება ახლა საპატრულო პოლიციის მანქანაში ბორკილებით.

ერთ-ერთი ახლობლის განცხადებით, მისი ოჯახის წევრი ტაქსის მძღოლია და გამთენიისას მანქანიდან გადმოსვეს და ისე დააკავეს.

სასამართლო პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი გაუწევს.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები