01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების გადაყვანა გრძელდება - მათ ნაწილს ადვოკატი არ ჰყავს

საპატრულო ეკიპაჟები გუშინ ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ადამიანების  ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გადმოყვანას განაგრძობენ.

ვითარება გაურკვეველია, რადგან რამდენიმე დაკავებული მხოლოდ რამდენიმე წუთით შეიყვანეს სასამართლოს შენობაში და კვლავ გამოიყვანეს. როგორც მანდატურებმა განაცხადეს, მათი პროცესები სამშაბათისთვის გადაიდო.

დაკავებულების ახლობლები, რომლებმაც არ იციან თავისი ოჯახის წევრების შესახებ არაფერი, უკვე საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, იმისათვის რომ რაიმე სახის ინფორმაცია მიიღონ.

„ეს ბავშვი ავადმყოფი ბიჭია რა ჩემი შვილი. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, სახლში რომ არ მოვიდოდნენ. ერთის შესახებ საერთოდ არ შემატყობინეს და მეორემ დამირეკა, პოლიციაში ვარო,“ - აცხადებსე რთ-ერთი დაკავებულის დედა, რომელმაც შვილის ადგილსამყოფელის შესახებ კურიერიდან შეიტყო.

დაკავებულთა უმრავლესობას ადვოკატი არ ჰყავს. ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ამბობს, რომ აქციაზე იმიტომ გამოვიდა, რომ გადმოცემით გაიგო იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები