01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
კითხვები უნდა დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს სოლიდარობას უცხადებდა - კახა კალაძე

„ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც, ის რაც ვნახეთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე.

ის ფიქრობს, რომ ამ საკითხზე გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია. კახა კალაძემ, შესაძლო ორგანიზატორებზეც ისაუბრა.

„კითხვები უნდა დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა. აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადათ ვანდალიზმისთვის,“ - აცხადებს კახა კალაძე.

მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ამავე თემაზე
დღის ამბები