01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
საქართველოში ევროპის საბჭო საარჩვენო დახმარების პროგრამას ახორციელებს

საქართველოში ევროპის საბჭო საარჩვენო დახმარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიმდინარეობასა და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცესკოს, საპარლამენტო ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საარჩევნო პროექტი ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2016 წლის 16 მარტს დაამტკიცა.

„ეს შეხვედრა არის სწორედ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ანალიზისთვის, შეფასებისთვის, იმ ყველანაირი აზრის მოსმენისთვის, რომელიც ყველა ჩართულ მხარეს გააჩნია,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები