01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება - არასაპარლამენტო ოპოზიციას კითხვები აქვს

ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში კითხვები აქვთ. ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას არასათანადო რეაგირებისთვის ადანაშაულებენ.

„პროვოცირებულად დააგვიანა ხელისუფლებამ საკითხის დარეგულირება, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. 6-7 საათის ის ხალხი იქ არაფერს არ აშავებდა, შესაძლებელი იყო დიალოგის დაწყება და იმ დაჯარიმებულების გამოშვება, რა პრობლემა იყო, ხომ მაინც გამოუშვეს. მიიყვანეს სიტუაცია იქამდე, რომ  საჭირო გახდა, სამწუხაროდ, ასეთი შედეგით დამთავრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გააკეთა ხელისუფლებამ შეგნებულად ხალხის დაშინებისთვის,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრების აზრით, ბათუმში მომხდარმა შთაბეჭდილება შექმნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ჰყავს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები