01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ლეიბორისტები ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის საჩივრის პირველი განხილვა დასრულდა. შალვა ნათელაშვილის თქმით, სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარტიის საჩივარი გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ, ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა საიდუმლო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

„სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი სარჩელი ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ, რომელმაც მოსახლეობას რეგიონებში სასტიკად გაუძვირა ელეტროენერგიის ტარიფი 2 წლის წინ. ამის გარდა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და გამოითხოვა საიდუმლო მასალები ამ კომპანიიდან, რომლის საფუძველზეც ჩვენ თავს გვახვევენ ამ კაბალურ გადასახადებს და გარდა ამისა, სასამართლომ დანიშნა ოფიციალური ექსპერტიზა იმის თაობაზე, რათა გაირკვეს, რამდენად დასაბუთებული იყო დენის ტარიფის ამგვარი არაადამიანური გაძვირება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები