01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
გაფიცვა ბერლინის აეროპორტებში - 650 რეისი, სავარაუდოდ, გაუქმდება

ბერლინის აეროპორტების თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს. გერმანიის დედაქალაქის ორი მთავარი აეროპორტის პერსონალმა 25 საათის განმავლობაში თქვა მუშაობაზე უარი.

გაფიცვის გამო, სავარაუდოდ, 650-ზე მეტი რეისი გაუქმდება. აეროპორტების თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ბოლოს გაფიცვა მათ სამი დღის წინ გამოაცხადეს. მაშინ ბერლინის აეროპორტებში 700-მდე რეისი ვერ შესრულდა.

დღის ამბები