01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
დანამატები და პრემიები იმერეთის რეგიონში

იმერეთის რეგიონში საკრებულოსა და გამგეობებში გაცემული დანამატებისა და პრემიების შესახებ კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ჩაატარა.

2016 წლის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით პრემია ყველაზე დიდი რაოდენობით - 450 ათას ლარზე მეტი ქუთაისის მერიას აქვს გაცემული. პრემიის გარდა, გაცემულია ასევე დანამატები და დახმარებები, რაც ჯამში 600 ათას ლარს აჭარბებს.

ასევე ამ მიზნებით, დიდი რაოდენობით თანხა, 160 ათას ლარზე მეტი, გაცემული ქუთაისის საკრებულოშიც.

გაცემული პრემიებითა და დანამატებით მეორე ადგილზეა ზესტაფონი.

გამორჩეული იყო იმერეთის გუბერნატორის გასული წლის შემოსავლებიც. მან ხელფასი და ლდანამატის გარდა, სხვა გუბერნატორებისგან განსხვავებით პრემიაც აიღო.

დღის ამბები