01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება - დაცვის მხარე ადასტურებს, რომ დეკანოზმა 30 ათასი ლარის სესხი აიღო

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში კანონით გათვალისწინებული შესვენების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გაგრძელდა.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, დაკითხვის დროს შეკითხვები ციანიდის შესახებ დაისვა, თუმცა ნივთიერების შეძენის თაობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

პროკურორებმა შეკითხვები ვიდეოჩანაწერების შესახებაც დასვეს, თუმცა ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ.

მამა გიორგი მამალაძის უფლებადაცმველები ფიქრობენ, რომ სინოდის წევრები გამოძიებამ უნდა დაკითხოს.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე 30 000 ლარის ოდენობის სესხის აღებას, დაცვის მხარე ადასტურებს, რომ დეკანოზმა ეს სესხი გამოიტანა, თუმცა რა მიზნით, მათთვის ჯერ უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები