01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში, დაახლოებით, ნახევარი თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.5052 ლარი  ღირს.

ახალი მონაცემების მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ევრო 2.6735-ს უტოლდება, რაც წინა მონაცემზე 0.0085 ლარით მეტია.

დღის ამბები