01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
თუ საქართველოს სტრასბურგის წინააღმდეგ წავა, ეს რუსეთის შედეგის გამეორება იქნება - თამთა მურადაშვილი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას შეეწინააღმდეგება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლს დაარღვევს და მსგავსი ქმედება უფრო რუსეთს ახასიათებს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერი ორგანოს მხრიდან, რომელიც ნებისმიერი ფორმით პირდაპირი, ძალადობრივი გზით ან არაძალადობრივი გზით, ვითომ სამართლებრივი და ფორმალურ ჩარჩოებში მოქცევით, რაიმე ფორმით ვერ აღასრულებს იმ შედეგს, რაც თქვა სტრასბურგმა, რომ უნდა დადგეს, ანუ არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არ უნდა ჩაერიოს არავინ არხის სარედაქციო პოლიტიკაში, აი, ამ გადაწყვეტილების რაიმე საწინააღმდეგო შედეგის დაყენება გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ საქართველო, სახელმწიფო დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლს,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

მისი განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება „რუსეთის შედეგის გამეორება იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ზე კონტროლის დასამყარებლად შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

დღის ამბები