01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
"უნდათ ბათუმი განმეორდეს?" - მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტი აქცია მიმდინაროებს

მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები.

მათ მთავრობის წევრები შენობაში ხმაურის ფონზე შეაცილეს.

მათი თქმით, დაზარალებულებს გუშინ პრემიერი 24 საათის განმავლობაში შეხვედრას დაპირდა, რაც მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა არ შეასრულა.

"უნდათ ბათუმი განმეორდეს? განმეორდება, უარესი განმეორდება, ჯობს გამოვიდნენ და ხალხს ყურადღება მიაქციონ," - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემმ.  

მოვაჭრეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და შიმშილობასაც განაგრძობენ.

დღის ამბები