01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფომ ქალებსა და მამაკაცებს შორის მანდატების თანაბარი გადანაწილების თაობაზე უნდა იზრუნოს.

„შემდგომ უკვე საარჩევნო კოდექსმა უნდა დაარეგულიროს კვოტირების რა პროცენტი უნდა იყოს განსაზღვრული. ეს იქნება პროპორციულ სიაში 50%-იანი წარმომადგენლობა თუ სხვა პროცენტი, რომელზეც შემდგომ უკვე უნდა გაიმართოს მსჯელობა,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, ირმა პავლიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ განხილვის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.

მისი აზრით, ბავშვთა მიმართ ძალადობა და ტრეფიკინგი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი, როგორც ქვეყნის ართ-ერთი მთავარი საზრუნავი.

დღის ამბები