01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ჟურნალისტ ელისო კილაძის ახლობლებმა მისი შვილის დაკავება აქციით გააპროტესტეს

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დავით ხარშილაძის ახლობლებმა პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. დაკავებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებს. კილაძე საქმეში არსებულ დარღვევებზეც მიუთითებს და ნივთმტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს. 

„მას აქვს უმძიმესი თავის ტრამვა. ნარკოტიკების მოხმარება ექსპერტიზამაც, თუ ნარკოლოგიურმა შემოწმებამაც გამორიცხა. თუ ვთქვათ, მესამე ექსპერტიზა რამე განსხვავებულს აჩვენებს, თავისთავად ცხადია, მე ამას გავასაჩივრებ, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს იმ მედიკამენტების მიღების შედეგი, რითაც მკურნალობს. მაგრამ, პოლიციელები იყვნენ, როგორც ადვოკატმა მითხრა, ძალიან გაოცებულები, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მათ შორის ექიმსაც, რომ როგორ ბიოც არ ამოუვიდაო? ან ინფორმატორი ყავდათ ცუდი, ან უბრალოდ ძალიან უნდოდათ რომ ნარკომანი ყოფილიყო,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

შეფასება გააკეთა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება შვილებით დაშანტაჟების ხერხს მიმართავს.

რამდენიმე წუთია, რაც დავით ხარშილაძის ინტერესების დამცველმა დატოვა თბილისის პოლიციის სამმართველო. როგორც ის აცხადებს, ამ დროისთვის გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხსაც.

ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ ამ მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

დღის ამბები