01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება საქართველოს არ აწყობს

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საზოგადოებრივი ჩართულობა და კონსესუსი აუცილებელია. 

„ჩემთვის მიუღებელია დაჩქარებული დღის წესრიგი, რომლითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს კონსტიტუცია, იმიტომ რომ კონსტიტუციის ცვლილება, ეს არის ფუნდამენტური საკითხი ქვეყნისათვის და სამწუხარო გამოცდილება აქვს საქართველოს, რომ არა ერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და ეს უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ქვეყანას პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება არ აწყობს.

„დღეს ჩვენ უკვე შევდივართ პროცესში, როდესაც ძალიან ბევრი ინიციატივაა, რათა პრეზიდენტს ნელ-ნელა შეაჭრან მთელი რიგი უფლებამოსილებები, რათა შემდგომ ითქვას, რომ ასეთი უფლებამოსილებების არმქონე პრეზიდენტი არ უნდა აირჩეოდეს პირდაპირი წესით,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები