01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესში ჩართვა ყველას შეუძლია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის კარი ნებისმიერი მსურველისთვის და განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ყოველთვის ღიაა, რათა სამოქალაქო სექტორმა საკუთარი ინიციატივები გააცნოს კომისიის წევრებს.

„კომისია ძალიან ინკლუზიურია, მასში ყველა არის ჩართული, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. ისინი არ ჩაერთნენ, მაგრამ ეს მიწვევა ღიაა და ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ შეუერთდნენ კომისიის საქმიანობას,“ - განაცხადა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირინა ფრუიძემ.

მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პარლამენტის შიგნით უნდა დარჩეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ინსტიტუტსა თუ სტრუქტურას, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩართულობა სურს, მან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები