01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
"კონსტიტუცია ყველასია" - პრეზიდენტი კამპანიის ფარგელბში შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან ინიციატივის მოსასმენად მზად არის. ქვეყნის პირველმა პირმა ამ კვირაში ახალი კამპანია - კონსტიტუცია ყველასია წამოიწყო. მის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 20 მარტს, თბილისში არის დაგეგმილი.

„პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუცია ყველასია, ემსახურება სწორედ იმას, რომ საზოგადოების ფართო ფენები იყვნენ ჩართული კონსტიტუციის ცვლილებებში და სწორედ ამ მოსაზრებების მოსმენა და შემდეგ უკვე ასახვაც მოხდეს კონსტიტუციაში,“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

ის აღნიშნავს, რომ შეხვედრები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება და ყველა ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიამდე იქნება მიტანილი.

საკონსტიტუციო კომისიის შემდეგი სხდომა მომდევნო კვირაში არის დაგეგმილი. ქვეყნის უზენაესი კანონის სამუშაო ვარიანტი საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს აპრილის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები