01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
კანცელარიასთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ბორკილები დაიდეს და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს

აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან - ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებთან ერთად აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ბორკილები დაიდეს და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს. 

მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრა იყო. აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ, კანცელარიისგან მიიღებს თანხმობა, რომ ერთ დღეში მთავრობის მხრიდან, რომელიმე წარმომადგენელი შეხვდებოდა მათ, თუმცა ეს არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მიყენებული ზარალის გარკვეულწილად ანაზღაურებას ითხოვენ. 

დღის ამბები