01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
კონსტიტუცია პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩაკეტილი დოკუმენტი არ არის - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია „პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩაკეტილი დოკუმენტი არ არის“.

მან პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე  - "კონსტიტუცია ყველასია",  მმართველი გუნდის კრიტიკას კურიერის პირდაპირ ეთერში უპასუხა. ის საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოების აზრის მოსმენაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„უხერხულია, მეგობრებო, უხერხულია ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება, თქვენც უნდა ელაპარაკოთ ხალხს. თქვენც ვალდებული ხართ, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და როდესაც გეუბნებით, რომ გეხმარებით ამ პროცესით, მოგაწვდით ამ იდეებს, რაც ისმის ხალხის წიაღიდან,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

მისი აზრით, ქვეყანაში უმრავლესობის მქონე პარტიების მხრიდან თვითნებობის პრაქტიკა უნდა დასრულდეს და ყველამ ხალხს უნდა მოუსმინოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები