01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ველოდებით, რომ არამარტო მშრალი გამოძიება მოხდება - ფიქრია ჩიხრაძე ბათუმის მოვლენებზე საუბრობს

„ურთულესი ღამე იყო და ურთულესი განვითარება მოხდა მოვლენებისა,“  - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ველოდებით, რომ არამარტო მშრალი გამოძიება მოხდეს ამ საქმეებისა და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების თემად არ უნდა იქცეს ეს თემა. ამას სჭირდება კარგი ანალიზი, რამ განაპირობა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაწყება, მართლაც ერია თუ არა ვინმეს ხელი ამ ყველაფრის პროვოცირებაში და რაიმე მაორგანიზებელი ფაქტორი იგრძნობოდა თუ არა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ იყო სახიფათო პრეცედენტი და ამ პრეცედენტების განვითარებას ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები