01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ე.წ. მოსმენების კანონი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების კანონს რთული ისტორია აქვს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მიყურადების კანონის თაობაზე კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.

„ყველა შემთხვევაში ვეტოს აქვს, რა თქმა უნდა , პოლიტიკური დატვირთვა იმისათვის, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება თუ ვერ აკმაყოფილებს იმ შედეგს, რომელიც ამა თუ იმ კანონპროექტის მიღებისას უნდა დადგეს, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მაშინ ამის დაბრუნება ხდება კიდევ შემდგომი, დამატებითი დისკუსიებისთვის,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, მოუსმინოს ადამიანებს მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ არის გამოწვეული. ის აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არასამთავრობო სექტორის აზრი არ გაიზიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები