01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
მამა გიორგი სხირტლაძე მწუხარებას გამოთქვამს, რომ ქვეყანაში განკითხვის საყოველთაო ფონი შეიქმნა

მამა გიორგი სხირტლაძე წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მეუფე პეტრე ცაავას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე აცხადებს, რომ ყველაფერი პატრიარქისა და სინოდის გადასაწყვეტია.

"პატრიარქის კურთხევით, სინოდის კურთხევითა და ასევე, სახელმწიფოებრივი იმ შესაბამისი ორგანოების და კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით, ალბათ, დაადგენენ იმას, რაც უნდა დადგინდეს. ეს არც ჩემი აგდასაწყვეტია და არც რომელიმე კერძო პირის," - აცხადებს მამა გიორგი სხირტლაძე.

ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ ქვეყანაში განსჯისა და განკითხვის საყოველთაო ფონი შეიქმნა. მისი თქმით, ღვთისმსახურის მსახურების სპეციფიკაში არ შედის მღვდელმთავრის გამონათქვამის შეფასება ისევე, როგორც საერო პირების ქცევის ნორმებში საეკლესიო პირების განკითხვა არ უნდა შედიოდეს.

„საეკლესიო იერარქიას, პატრიარქსა და სინოდს, რა თქმა უნდა, მეტი ჭვრეტა აქვს. მათ ეს აქვთ, ამიტომ მათი ლოცვითი და მოღვაწეობითი, მარხვაში, მითუმეტეს, გადაწყვეტილება ვფიქრობ, რომ საეკლესიო სამართლის სივრცეში სრულიად ნორმალურია, მაგრამ არა მგონია, რომ სასჯელად აღვიქვათ ჩვენ,“ - განაცხადა მამა გიორგი სხირტლაძე.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები