01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება

მერაბ ღოღობერიძე, დაახლეობით, ნახევარი საათია აჭარის პოლიციის სამმართველოში იკითხება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება. ღოღობერიძემ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

რა კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას მერაბ ღოღობერიძესთან, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მზადაა კითხვებს პასუხი გასცეს.

მერაბ ღოღობერიძის სახელი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გააჟღერა, რომელმაც აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის უფროსის წინააღდეგ კამპანია ღოღობერიძის დაწყებულია.

ღოღობერიძის მეუღლის, მალვინა ლომიძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძეს დღეს პოლიციის სამმართველოდან დაურეკეს, რომ დაკითხვაზე მისულიყო 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები