01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - ომბუდსმენი

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს.

ომბუდსმენის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად კი, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რეაგირება მოახდინოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

ასევე უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით, არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად. 

დღის ამბები