01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
ელისო კილაძე შს მინისტრს თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელობის გადაყენებას სთოხვს

ელისო კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრს თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელობის გადაყენებას სთოხვს. ქრონიკა პლუსის რედაქტორმა გიორგი მღებრიშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც ომბუდსმენის ოფისი პოლიციის მაპროვოცირებელ და შეურაცმხყოფელ ქმედებებზე წერს. 

„ჩემი შვილი არის ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის მძევალი. ის დაკავებისას არის ნაცემი. მე მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოს მთელი შემადგენლობა, ხელმძღვანელობა და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს ჩემს შვილს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

განმარტებები გააკეთა უჩა ნანუაშვილმაც. ომბუდსმენი პოლიციელების მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვს.

“ჩვენი წარმომადგენელი, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის მთავარ სამმართველოში, უშუალოდ დაკითხვის დროსაც და შემდგომ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის პირადად შეესწრო გარკვეულ არაეთიკურ საქციელს პოლიციელების მხრიდან, რომელიც იყო მიმართული უშუალოდ ერთერთი მხარდამჭერის მისამართით. დაკავებულმა, ასევე აღიარა, რომ მის მიმართაც იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არა ერთხელ, კონკრეტული პოლიციელების მხრიდან გამოთქმული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივმართეთ სპეციალური წინადადებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაიწყოს დისციპლინური საკითხის წარმოება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

დღის ამბები