01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება შესაძლოა აიკრძალოს - საპარლამენტო ოპოზიცია მმართველს გუნდს აკტირიკებს

საკოსნტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფი ორ საათზე მეტია შეხვედრას მართავს. განსახილველ საკითხთა შორის არის მიწის რეგისტრაცია და ქორწინების ცნების განსაზღვრა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება ქვეყანას სავალალო შედეგებს მოუტანს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს სახლემწიფოს ეკონომიკას ჩამოანგრევს.

„მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს ჩვენთან ბიზნესის კეთება ყველასთვის, რომ შეიქმნას დოვლათი, ეს არის პრინციპული განსხვავერბა, ევროპულ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის. ესენი, როგორც ჩანს, ისევ ძველ გზას ადგანან, ასეთი წნეხით ცდილობენ კიდევ მეტი წნეხი შემქნან ეკონომიკაზე,“ - განაცხადა ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საქართველოში ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების პრაქტიკის გამოყენება სურთ. 

მმართველი გუნდის მოსაზრებას ეთანხმებიან ლეიბორისტულ პარტიაშიც.

„მიწების გასხვისება უნდა აიკრძალოს უცხოელებზე, რადგანაც ის წარმოადგენს სუვერენულ უფლებას ფლობდეს სახელმწიფო და ხალხი,“ - აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

დღის ამბები