01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლების პროგრამას ხვალიდან კონტრაქტორი კომპანიის გარეშე განახორციელებს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლების პროგრამას ხვალიდან კონტრაქტორი კომპანიის გარეშე განახორციელებს.

ცენტრში განმარტავენ, რომ სახელმწიფო დაწესებულება ინტეგრირებულ განყოფილებებს გახსნის, სადაც ბენეფიციარებს ადგილზე კონსულტაციისა და შესაბამისი სერვისის მიღების საშუალება ექნებათ. ზაფხულიდან კი პროგრამა უფასო გახდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 9 ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც მომსახურებას 3000-მდე ბენეფიციარი იღებს.

დღის ამბები