01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
სასიხარულოა, რომ ქალბატონი ევა გოცირიძე არ არის მოსამართლე საქართველოდან - ომბუდსმენი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის მიერ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

შეფასება ევა გოცირიძის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე გააკეთა სახალხო დამცველმაც.

„სასიხარულოა, რომ ქალბატონი ევა სწორედ იმ დარღვეული პროცედურების შესაბამისად და იმ კამპანიის გამო, არ მოხვდა და არ არის მოსამართლე საქართველოდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ასევე სასამართლო ხელისუფლებიდან, არ უნდა ასწავლიდნენ ევროსასამართლოს თუ რის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„არ მგონია ქართველმა მინისტრებმა და სასამართლოს წარმომადგენლებმა უნდა დაარიგონ ადამიანის ევროპული სასამართლო იმის შესახებ, თუ რომელი უფლებას მიენიჭება კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა. ყველანაირი სპეკულაცია იმაზე, რომ სასამართლოს მიერ რაღაც უფლებები შეილახა, არის არასწორი. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს ჩვენთვის სავალდებულო ძალა და ხელისუფლება ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი გიორგი ბერაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები