01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ხელისუფლების ოპონენტთა შვილების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს - უჩა ნანუაშვილი

"ხელისუფლების ოპონენტთა შვილების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს," - ამ განცხადებას სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი აკეთებს.

ომბუდსმენი პროკურატურისგან ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის, დაპატიმრებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებას ელოდება.

მისივე თქმით, მისი უწყება აპირებს, ჩაერთოს ხატია დეკანოიძის შვილის დაპატიმრების მონიტორინგის საქმეშიც.

“დაზიანებები, რომელიც ხარშილაძეს აღენიშნება სხეულზე, იძლევა საფუძველს, რომ გამოძიება ჩატარდეს პროკურატურის მხრიდან, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება დაკავების დროს და რისგან წარმოიშვა ეს დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს რეაგირება. ჩვენ გუშინ უკვე მივმართეთ შესაბამისი წერილით, რეკომენდაციით, რომ დაიწყოს კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური წარმოება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები