01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
არასამთავრობოების აზრით, დღეს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, რათა ქვეყანაში ბალანსი შეიქმნას

პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან. მათი აზრით, პრეზიდენტმა ქვეყანაში ერთგვარი ბალანსი უნდა შექმნას.

„როდესაც საკონსტიტუციოს უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსების სისტემა ქვეყანაში არსებობდეს და პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მონოლითურ სისტემას, სადაც ყველა შტოში იქნება წარმოდგენილი ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი და ეს არ შექმნის დამატებით გარანტიებს იმისთვის, რომ დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს ჩვენი ქვეყანა,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

საკონსტიტუციოს ცვლილებების პაკეტი კომისიამ პარლამენტს აპრილის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები