01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
დავით ბაქრაძე გურჯაანში სოციალურად დაუცველებს შეხვდა

სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გურჯაანში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ესტუმრა. მან არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკა და სოციალური სტატუსის და დახმარების მოხსნის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა.

„არჩევნების შემდეგ საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას ხალხი, მასიურად ხდება სოციალური დახმარებების მოხსნა. საერთოდ აღარ არის საუბარი პენსიის გაზრდაზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველგან, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გაიმარჯვებს, შეამცირებენ გამგეობის დაფინანსებას და დაზოგილი თანხით ადგილობრივებისთვის პენსიის დანამატის შემოღებას უზრუნველყოფენ.

დღის ამბები