01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
გმირთა მოედანზე 1993 წლის 16 მარტის გუმისთის ბრძოლის მონაწილეები და აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს

დღეს გმირთა მოედანზე 1993 წლის 16 მარტის გუმისთის ბრძოლის მონაწილეები და აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა სამხედროებმა მემორიალი გვირვგვინით შეამკეს და თანამებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის ავიაციის და არტილერიის მხარდაჭერით აფხაზურმა შენაერთებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა მდინარე გუმისთზე გადმოსვლა სცადეს. სისხლიანი ბრძოლის შემდეგ მათ უკან დაიხიეს. ამ დღეს განსაკუთრებული წარმატებით მონაწილეობდნენ ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ქვედანაყოფები.

დღის ამბები