01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჰაკერული თავდასხმისთვის 4 პირს ბრალი წაუყენა

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ინტერნეტ-კომპანია Yahoo-ზე ჰაკერული თავდასხმისთვის 4 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ორი რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, რომლებიც დეკემბერში რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება მათ ჰაკერულ საქმიანობაში, ელექტრონულ თაღლითობაში, კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და ეკონომიკურ შპიონაჟში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ბრალდება დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერების გატეხვას და საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეს არ უკავშირდება.

2014 წელს კომპანია Yahoo-ს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგად 500 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები