01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
მეტროს გურამიშვილი-ახმეტელის მონაკვეთზე მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია

მატარებლები მეტროსადგურ გურამიშვილიდან  ახმეტელამდე არ გადაადგილდებიან.

როგორც რუსთვი2-ს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, გადაადგილების შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა სარაჯიშვილსა და ახმეტელზე, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე გაგზავნეს.

გურამიშვილი-ვარკეთილის მონაკვეთზე და საბურთალოს ხაზზე მატარებლები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან. 

დღის ამბები