01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში განსხვავებულ აზრსაც მოუსმენენ

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში მესამე სექტორი მათი წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობის შესახებ. 

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ გარკვეული პოზიტიური დისკუსიის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის ჩვენი მოლოდინები, ბუნებრივია, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომ ის შეიცვლება. 

„თუ ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების და უმრავლესობის მხრიდან პოზიცია, რომ, პრაქტიკულად, არცერთი განსხვავებული აზრის გაზიარება მათთვის არ იქნება მისაღები და, თუ ვნახეთ, რომ ამ დისკუსიაში ჩვენს ჩართულობას და ჩვენს აზრს პოზიტიური შედეგი ვერ მოაქვს, მაშინ შეიძლება, ჩვენ ვიფიქროთ გარკვეულ ქმედებებზე და მათ შორის შეიძლება, იყოს მუშაობის შეწყვეტა,“ - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, კი ფიქრობს, რომ კომისიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის გაუნაწილებელი მანდატების საკითხი. მისი აზრით, საარჩევნო სისტემის სხვა ფორმულა უნდა შემუშავდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევითობას, არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პირდაპირი წესით არჩევა არსებულ მდგომარეობაში აუცილებელია დაბალანსებისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები