01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტში მანდატების გადანაწილების უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ პრინციპს არ ეთანხმება

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ქვეყნის პირველი პირის არჩევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. უმცირესობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობის მიერ პარლამენტში მანდატების გადანაწილების თაობაზე შეთავაზება სამართლიანი არ არის.

უმრავლესობის ინიციატივით, პარტიებზე გადაუნაწილებელი მანდატები მთლინად პირველ ადგილზე გასულ პარტის უნდა დარჩეს. გარდა ამისა, ინიციატივა კიდევ რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს.    

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პირდაპირ, როგორც ჩანს, ივანიშვილის დავალებით, აუქმებს პრეზიდენტის არჩევითობას. მივესალმებით, რომ ეს პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ცუდია, რომ არ არის პროპორციულობა გათვალისწინებული პარლამენტში ხმების გადანაწილებისას,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა.

უმცირესობაში ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მზად არიან, საარჩევნო სისტემის ცვლილებების თაობაზე, რამდენიმე ვარიანტი განიხილონ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, ფიქრობს, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა, რომლის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა ერგოს, არასწორია.

ამავე თემაზე
დღის ამბები