01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ვახტანგ ხმალაძის ახალი ინიციატივა პრეზიდენტის არჩევაზე - არჩევის კომპლექსური, არაპირდაპირი წესი

საკონსტიტუციო კომისიის წევრები დღეს პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავდნენ. ამ საკითხზე ინიციატივა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს აქვს. მისი აზრით, პარლამენტის წევრების გარდა, პრეზიდენტის არჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები და აჭარის და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები უნდა მონაწილეობდნენ.

„პრეზიდენტის არჩევა უნდა იყოს არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამრჩევთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან  და 150 დელეგატისგან, რომლებსაც აირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც იქნებიან ამ საკრებულოებში წარმოდგენილი,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, ვახტანგ ხმალაძე.

მისი აზრით, ამგვარად ამომრჩეველთა პროპორციულობა უფრო დაცული და მრავალფეროვანი იქნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას კომისიაში განიხილავენ. ის პირადად ამ იდეას არ ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები