01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას პუტინის აგრესიულ გადაწყვეტილებაზე დუმილის გამო აკრიტიკებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები ხელისუფლბას აკრიტიკებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავრობის პასიურობა რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებების მიმართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრს საერთაშორისო აქტურობისკენ მოუწოდებს.

„ბოლო დროს, რუსეთის ფედერაციამ გადადგა რამდენიმე ძალიან მტრული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის გაღრმავებისკენ. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობას საერთაშირისო ასპარეზზე, რეალურად, არაფერი გაუკეთებია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

დღის ამბები