01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დაკავებული დეკანოზი - გიორგი მამალაძე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჩაქვში მდებარე სკოლაში აცხადებენ, რომ მეუფე დიმიტრის ბრძანება სკოლაში მისი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მიუვიდათ.

სკოლის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დეკანოზის დაკავება და მისთვის წაყენებული ბრალია.

დეკანოზი მამალაძე თანამდებობაზე მღვდელმა დანიელ სოლომონიძემ შეცვალა. ბრალდებული ჩაქვის სასულიერო სკოლას ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები