01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გაუფასურდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 აშშ დოლარი, ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, უკვე 2.5039 ლარი ღირს.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. გაუფასურებამ თითქმის 4 თეთრი შეადგინა. 1 ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6844 ლარია, როდესაც, წინა მონაცემი 2,6454 ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები