01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
"რაც გააკეთეს მართლაც ანტისახელმწიფოებრივია" - ლევან ვარშალომიძე მთავრობას აკრიტიკებს

ბათუმში 11-12 მარტს დაპირისპირებაში გადაზრდილი აქციის დროს მომხდარი ვანდალური ფაქტების გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები აქციის ორგანიზებასა და განვითარებული მოვლენების გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების ბრალდებას არასერიოზულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რეალურად ყველამ იცის, თუ რა ძალა იდგა ბათუმის ღამეს ვანდალური ფაქტების უკან.

„ბოლო 5 დღეა კვირიკაშვილი და მისი მთავრობა დაკავებულია იმით, რომ აბრალებს ნაციონალურ მოძრაობას არეულობას. მე მაქვს სხვა კითხვა, 5 დღის განმავლობაში რას შვება და რა გააკეთა საერთოდ მთავრობამ? მერწმუნეთ, ბათუმმა, მთელმა აჭარამ და მთელმა საქართველომ იცის, თუ რა მოხდა რეალობაში მანდ. იმიტომ, რომ მათი მოქმედებები არის სრული პროვოკაცია. მათი მოქმედებები, ის, რაც გააკეთეს არის მართლაც ანტისახელმწიფოებრივი, როდესაც აძლევენ საშუალებას ქალაქი გადაწვას, როდესაც აძლევენ საშუალებას, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალონ, ამის შემდეგ კითხვები სხვა ისმის,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები