01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულები ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები კვირას, 14:00 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. ხანძრით დაზარალებულებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას და სესხების შეჩერებასთან დაკავშირებით, ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ. დაზარალებულთა ნაწილი ერთ კვირაზე მეტია პერმანენტულ აქციებს კანცელარიასთან მართავს.

“45 დღეა შენობა გადამწვარია და დაზარალებულის სტატუსი ამ ადამიანებს არ აქვთ და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მე არ მინახავს,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.  

დღის ამბები