01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
იორმუღანლოს მოსახლეობამ საბანკო სექტორის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

იორმუღანლოს თემის მოსახლეობამ საბანკო სექტორის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობა ბანკებს ტყუილში, ზეწოლასა და კლიენტის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეების თქმით, იმის გამო, რომ საქონლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, კრედიტს დავალიანება დაერიცხა. ადგილობრივებს კი ვალის გადაუხდელობის მიზეზით, საცხოვრებელი სახლების დათმობა მოუწიათ.

მოსახლეობა პრობლემის მოგვარებაში ჩართვას ხელისუფლებისგან ითხოვს.

აქციას პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო  და არასამთავრობო კოალიცია სახალხო ტრიბუნა შეუერთდა.

დღის ამბები