01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები მერიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის წინ აქციის გამართვის უფლებას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტის წინ აქციის გამართვის უფლებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია. პასუხს შენობაში ელოდებოდა დაზარალებულთა ადვოკატიც.

„ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოგვცენ კანცელარიის წინ  აქციის გამართვის ნებართვა. პასუხს ველოდებით. მანამდე კი, ალბათ, ჩვენი დაზარალებული ხალხი არ დაიშლება. შუქებიც კი ჩაუქრეს, კონდენციონერებიც კი გამოურთეს, ჩვენი ადვოკატი ჩარენილია შიგნით და ასეთი დამცინავი ინფორმაციით არიან, რომ ხომ გაიყინებით და მაშინ მაინც ხომ წახვალთ სახლშიო,“ - განაცხადა დაზარალებულმა, კობა ყურაშვილმა.

 

დღის ამბები